ყველა პოსტი ერთ სივრცეში

ყველა პოსტი ერთ სივრცეში

  • ცხელ-ცხელი ამბები

    სარეცხის საპნის უნიკალური თვისებები: 10 სასარგებლო რჩევა

    ოდესღაც, სახლში ყველა დიასახლისს ჰქონდა სარეცხის საპონი. მას არა მხოლოდ რეცხვის დროს იყენებდნენ, არამედ ანტისეპტიკური საშუალებაც იყო. თუ თქვენ არ გაქვთ ეს ჯადოსნური საშუალება, გირჩევთ შეიძინოთ, რადგან მისი გამოყენება არაერთმნიშვნელოვნად არის შესაძლებელი, ამასთანავე ძალიან იაფიც ღირს.
    გადახედეთ რჩევებს, რომელიც უკვე მრავალჯერ არის ნაცადი წლების განმავლობაში.
    1.თუ გინდათ გქონდეთ გრძელი ფუმფულა თმა ან გათავისუფლდეთ ქერტლისგან, სარეცხი საპონზე საუკეთესო საშუალებას ვერ აღმოაჩენთ. თმა  დაიბანეთ შამპუნით, ხოლო შემდეგ სარეცხის საპნით. როდესაც თავის დაბანას დაასრულებთ, სველ თმაზე რამდენიმე  წვეთი ძმარი შეიზილეთ. ამ მეთოდის გამოყენება სასარგებლოა მათთვის, ვისაც ცხიმიანი თმა აქვს.
    2.დეპილაციის შემდეგ, კანის გაღიზიანების,  დისკომფორტის თავიდან ასაცილებლად,  წაისვით სარეცხის საპონი.
    3.კანის გაახალგაზრდავებისთვის კვირაში 2 -ჯერ სახე დაიბანეთ სარეცხის საპნით, ხოლო შემდეგ კანზე დაიტანეთ საბავშვო კრემი. ეს მეთოდი ნაცადი და ეფექტურია.
    4.სარეცხის საპონი გაციების დროსაც დაგეხმარებათ, თუ მკურნალობას პირველივე სიმპტომებისთანავე დაიწყებთ. გააკეთეთ საპნისგან ხსნარი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები გარედან.
    5.ის საუკეთესო საშუალებაა სოკოვანი დაავადებების დროსაც.  სარეცხის საპნით  დაიბანეთ დაზიანებული ადგილი, რის შემდეგაც კანი დაიმუშავეთ იოდით.
    6.კბილის ჯაგრისი მოათავსეთ სარეცხის საპნისგან გაკეთებულ ხსნარში და დატოვეთ ის მთელი  ღამე, ხოლო მეორე დღეს კარგად გარეცხეთ. ამ მეთოდის დახმარებით დეზინფექციას გააკეთებთ.
    7.შეშუპებისა და სილურჯის შემთხვევაში, გახსენით სარეცხის საპონი წყალში და გაიწმინდეთ დაზიანებული ადგილები. პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ.
    8.აბსცესისგან (დაჩირქებული, ანთებითი კერა კანზე)  განთავისუფლების საუკეთესო საშუალება: ერთმანეთში პროპორციულად შეურიეთ  სარეცხის საპონი, შაქარი და გახეხილი ხახვი. ნარევი ძილის წინ  დაიდეთ  დაზიანებულ კანზე და ბინტით შეიხვიეთ.
    9.გაუხეშებული ქუსლების შემთხვევაში: 2 ლ. ცხელი წყალი, 1 ჩ.კ. სოდა და 1 ს.კ. გახეხილი სარეცხის საპონი აურიეთ ერთმანეთში და გაიკეთეთ ფეხის აბაზანები.
    10.მზისგან დამწვარ კანზე წაისვით სარეცხის საპონი და დააცადეთ გაშრობა. ეს მეთოდი თავიდან აგაცილებთ კანის აქერცვლას და სიწითლეს.

    უახლესი

    ყველაზე კითხვადი

    Facebook

    Загрузка...

    TOP.GE მთვლელი

    liveinternet.ru მთვლელი